არქივი18 მაისი, 2026, 11:47
გიორგი მელაშვილი: რუსთაველის თეატრში არნახული უკულტურობა დამკვიდრდა. რაო, ბატონო რობიკო, “აქ რუსთაველის თეატრია?!” - ეტყობა, წითელი არმიისთვის

„ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი გიორგი მელაშვილი:
რუსთაველის თეატრში არნახული უკულტურობა დამკვიდრდა.
ახლახან “გარმონ-ლუბიმაიას” ყველაზე დაბალი დონის, ყველაზე უკულტურო, პროვინციული რუსული კიტჩის პერფორმანსი დაიდგა: აი, ბერლინის ტრეპტოუ პარკში გალეშილი მარგინალები რასაც ღიღინებენ, ისეთი.
ჩელიაბინსკში თუ იდგმევა ასეთი უგემოვნო კიტჩი, არ ვიცი. რა არის რუსული საქმე, რომ კითხულობთ - აგერ, რუსული უკულტურობა: წითელი არმია დახტის და ბღავის რუსთაველის თეატრის სცენაზე.
რაო, ბატონო რობიკო, “აქ რუსთაველის თეატრია?!” - ეტყობა, წითელი არმიისთვის.
ღირსება რომ ჰქონდეს თეატრის ადმინისტრაციას, ასეთ უგემოვნო, რუსულ პროვინციულ სირცხვილს სცენაზე არ დაუშვებდა.
მაგრამ, სადაა ღირსება…
ასე ხდება, როდესაც რეჟიმი რუსულ გზას ადგას.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.