ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუს ბიზნესმენებს, რისკების მიუხედავად, ევროკავშირიდან რუსეთში გადმოაქვთ აქტივები - Bloomberg

მდიდარი რუსები, რომლებსაც ბიზნესი და აქტივები ევროკავშირის ქვეყნებში აქვთ, ცდილობენ, რომ თავიანთი სიმდიდრე რუსეთში ან ე.წ. მეგობარ ქვეყნებში (მაგალითადარაბთა გაერთიანებული საამიროები) დააბრუნონ. სანქცირებული მილიარდერების უმეტესობამ აქტივების სახლში გადატანა გადაწყვიტა. ამის შესახებ Bloomberg წერს.
ორმა რუსმა მილიარდერმა, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ისურვეს, სააგენტოს განუცხადა, რომ მათ ახლა შეუძლიათ ბიზნესის წარმოება რუსეთში და არ ფიქრობენ აქტივების პოტენციურ კონფისკაციაზე.
„Bloomberg Billionaires Index-ის 26 რუსს ერთად დაახლოებით 350 მილიარდი დოლარი აქვს. და როგორ და სად გადაწყვეტენ ისინი თავიანთი სიმდიდრის გადატანას უახლოეს ათწლეულებში, გავლენას მოახდენს ეკონომიკასა და ბიზნეს სექტორებზე.
Bloomberg წერს, რომ ბიზნესმენთა მთავარ შეშფოთებას იწვევს ომის ეკონომიკის არასტაბილურობა ბიზნესისთვის და მისი დაკარგვის რისკები.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.