რუსულმა ძალებმა უკრაინას რაკეტებით და დრონებით შეუტიეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსებმა ღამით უკრაინაზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით თავდასხმა განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაიბომბა ლვოვი, ჩერკასის ოლქი, ზაპოროჟიე, ივანო-ფრანკოვსკი და სხვა ქალაქები.
ლვოვზე თავდასხმის შედეგად, ქალაქის რამდენიმე რაიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ქალაქში დროებით შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.
ლვოვის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაქსიმ კოზიცკიმ განაცხადა, რომ რაკეტებით და დრონებით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.
ზაპოროჟიეში, რუსების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ამასთან, დაიღუპა ერთი და დაშავდა 10 ადამიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ბეჟაშვილი – ჩვენი პარტია იყო და უნდა დარჩეს ერთადერთ პლატფორმად, სადაც თავმჯდომარეებს ხალხი ირჩევდა – მომავალი ეკუთვნის მათ, ვისაც ბრძოლა და რისკის გაღება შეუძლია და არა მათ, ვინც სტატუს-კვოს შენარჩუნებას ცდილობს