პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსულმა ძალებმა სუმს დრონებით შეუტიეს, დაიღუპა 2 და დაშავდა 12 ადამიანი

რუსულმა ძალებმა სუმს დრონებით შეუტიეს, დაიღუპა 2 და დაშავდა 12 ადამიანი

უკრაინის ქალაქ სუმში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ქალაქს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს.
„მტერი „შაჰიდის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით რეგიონული ცენტრის საცხოვრებელ მიკრორაიონს შეუტია“, - აცხადებენ საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაში.
წუხელ, უკრაინის საჰაერო ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული უპილოტო საფრენი აპარატები ქალაქ სუმისკენ მიემართებოდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.