ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსულმა ძალებმა კუპიანსკი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკი არტილერიით დაბომბეს, რის შედეგადაც მოხუცი ქალი დაიღუპა და კიდევ ერთი ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა.
ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დღეს, ქალაქ კუპიანსკში მტრის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად, 73 წლის მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა“, - წერს სინეგუბოვი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, კიდევ ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა ჭრილობები მიიღო და ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
რუსული ძალების თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.