ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსულმა ძალებმა ოდესაზე დრონებით იერიში მიიტანეს - დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის ბავშვები

ოდესაზე დრონებით მიიტანეს იერიში რუსულმა ძალებმა - დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ავტომობილები. საჰაერო განგაში ოლქში თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. არტილერიით შეუტიეს ოკუპანტებმა ნიკოლოპოლსაც, დაზიანებები მიიღო 70 წლის ქალმა.
პარლელურად, ვრცელდება ინფორმაცია უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევაზე რუსეთის დედაქალაქსა და კალუგის ოლქზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორივე მიმართულებით მოძრავი ცხრა დრონი ჩამოგდებულია. უკრაინას რუსეთზე დრონებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.