ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების საწვრთნელ ცენტრს დაარტყეს - არის მსხვერპლი

რუსებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების საწვრთნელ ცენტრს დაარტყეს - არის მსხვერპლი

უკრაინის სახმელეთო ჯარების ერთ-ერთი სასწავლო ქვედანაყოფის ტერიტორიაზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და 23 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„სარაკეტო საფრთხის შესახებ სიგნალის მიღებისთანავე პერსონალს სათანადოდ ეცნობა. მიღებული უსაფრთხოების ზომების მიუხედავად, აღჭურვილ თავშესაფრებში გადაადგილებისას, სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფი კასეტური საბრძოლო მასალის ზემოქმედების ზონაში აღმოჩნდა“, - აცხადებენ უკრაინის სახმელეთო ჯარების პრესსამსახურში.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა და 11-მა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. კიდევ 12-მა სამხედრო მოსამსახურემ სამედიცინო დაწესებულებებს აკუსტიკური ტრავმისა და მწვავე სტრესის ჩივილებით მიმართა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.