არქივი3 მაისი, 2026, 12:55
რუსულმა ძალებმა ავტობუსს დაარტყეს, რომელსაც 40-მდე ბავშვი გადაჰყავდა - არიან დაშავებულები

დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსულმა ძალებმა ავტობუსს დაარტყეს, რომელსაც 40-მდე ბავშვი გადაჰყავდა - არიან დაშავებულები | ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ განჟას ინფორმაციით, ბავშვებმა ავტობუსიდან გადმოსვლა მოასწრეს და ამჟამად მათთან ფსიქოლოგები მუშაობენ. დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს 10 წლის ბიჭი. დაშავებულია 5 ზრდასრულიც, მათგან ერთი მძიმედ. რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა არ დააკონკრეტა დაშავებულების ადგილსამყოფელი, ან იყვნენ თუ არა ისინიც ავტობუსის მგზავრები.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.