დათო სიმონია: მსხვერპლი ისაა, ვინც ამას შეეგუა ან ჰგონია, ეგრეც უნდა იყოს. ეს ქალები გამარჯვებულები არიან – პირველ რიგში, შიშზე. დანარჩენს დრო გვიჩვენებს

ილუსტრატორი დათო სიმონია: 
6 მაისს სამი ქალი დააკავეს ტროტუარზე პროტესტისთვის: ნათია გოფოძე – ტრენერი საჯარო გამოსვლებში, ეფექტურ კომუნიკაციასა და კონფლიქტების მართვში. თამუნა გიორგაძე – პროფესიით ინჟინერ-ტექნოლოგი, დიასახლისი და ყველა რეპრესირებულზე მზრუნველი. ანი ფრიდონაშვილი – სტუდენტი.
ტროტუარზე პროტესტისთვის 36 პირია დაჭერილი, აქედან 12 ქალია. ყველას რამდენიმე დღე მიუსაჯეს. განმეორების შემთხვევაში შეუძლიათ ამისთვის უკვე გასამართლებულები 1 წლამდე დაიჭირონ.
6 მაისს გიორგობა აღინიშნება. ლეგენდის მიხედვით, წმინდა გიორგიმ დაამარცხა გველეშაპი, რომელსაც ადამიანებს სწირავდნენ მსხვერპლად. კაპადოკიელ მხედარზე კიდევ ბევრი ლეგენდაა, მაგრამ ყველაში განასახიერებს სინათლეს და გამარჯვებას შიშზე.
ამ ქალებიდან არცერთია მსხვერპლი. შეშინების მცდელობას ყველა ღირსეულად შეხვდა – მშვიდად, ოდნავი ღიმილით და შიშზე გამარჯვებით. მსხვერპლი ისაა, ვინც ამას შეეგუა ან ჰგონია, ეგრეც უნდა იყოს. ეს ქალები გამარჯვებულები არიან – პირველ რიგში, შიშზე. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით გაგრელი: თუ რობიკო სტურუას პორნო ვეფხისტყაოსნის მხოლოდ განათებისთვის 800 000 ლარი გაქვთ და კანიე ვესტის ჩამოყვანის ფული გაქვთ და თბილისის საახალწლო განათებისთვის 5.5 მილიონი გაქვთ…

ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილთან სატელეფონო საუბარზე – უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების საერთო ინტერესზე შევთანხმდით – დავადასტურეთ მზადყოფნა, წინ წავწიოთ ორმხრივი თანამშრომლობა და შევინარჩუნოთ აქტიური კონტაქტი