ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსულმა სასამართლომ მამუკა მამულაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ სანქცია გასცა უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაურის, მამუკა მამულაშვილის დაპატიმრებაზე, წერს სახელმწიფო მედია „ტასს“.
მედიის ცნობით, რუსულმა მხარემ მამულაშვილი შიდა და საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა.
რუსეთი მამულაშვილს იმაში ადანაშაულებს, რომ უკრაინაში შეიარაღებული ფორმირება ჩამოაყალიბა და მასში სულ მცირე 24 საქართველოს მოქალაქე გააწევრიანა, რუსეთთან საბრძოლველად. გამოძიების განცხადებითვე, მამულაშვილი ინტერვიუში „დესტრუქციულ და ძალადობრივ“ მოწოდებებს აკეთებდა, მათ შორის – უკრაინაში შეჭრილი რუსი სამხედროების განადგურებაზე.
მამულაშვილის გარდა, რუსეთში საქმეები აღძრულია უკრაინაში მებრძოლი საქართველოს სხვა მოქალაქეების წინააღმდეგაც.
· ელისაშვილი, ოქრუაშვილი, დომენიკ მანგო და სხვები რუსეთის ძებნილთა სიაში

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.