ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოსკოვის სასამართლომ მამუკა მამულაშვილის 2-თვიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

მოსკოვის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაურს, მამუკა მამულაშვილს დაუსწრებლად 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.
„მოსკოვის ბასმანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეს, მამუკა მამულაშვილს, რუსეთის ტერიტორიაზე ექსტრადიციის ან რუსეთის ტერიტორიაზე დაკავების მომენტიდან, აღკვეთის ღონისძიების სახით 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა. მამულაშვილზე ფედერალური და საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა“, - წერს TASS-ი.
რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მამულაშვილს ბრალად „დაქირავებული საქმიანობა“ ედება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.