ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსული Red Wings თბილისიდან მოსკოვში დაგეგმილზე პატარა თვითმფრინავით მიფრინავს. შესაბამისად, მგზავრების ნაწილი, ვისაც ბილეთები შეძენილი ჰქონდა, მოსკოვში ვერ გაფრინდება

რუსული Red Wings თბილისიდან მოსკოვში დაგეგმილზე პატარა თვითმფრინავით მიფრინავს. შესაბამისად, მგზავრების ნაწილი, ვისაც ბილეთები შეძენილი ჰქონდა, მოსკოვში ვერ გაფრინდება

რუსული ავიაკომპანია რედ ვინგსი იძულებულია თბილისიდან მოსკოვისკენ რეისი (WZ-560) იმაზე პატარა თვითმფრინავით შეასრულოს, ვიდრე ეს დაგეგმილი ჰქონდა. შესაბამისად, მგზავრების ნაწილი, ვისაც ბილეთები შეძენილი ჰქონდა, მოსკოვში ვერ გაფრინდება.

საუბარია დღეს, 3 მარტს, დღის პირველს ნახევარში დაგეგმილ ფრენაზე.

რუსეთის სამთავრობო მედიასაშუალება TASS-ის ინფორმაციით, ავიაკომპანია მგზავრებს, რომლებიც რეისზე ვერ მოხვდებიან, კომპენსაციებს, ბილეთების გადაცვლას და სხვა სახის სერვისებს სთავაზობს.

მიზეზი, თუ რატომ მოუწია ავიაკომპანიას თვითმფრინავის შეცვლა, ჯერჯერობით ცხადი არ არის.

ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვა 2023 წლის 15 მაისს მოიხსნა. ამავე დღეს გაუქმდა რუსეთში მოგზაურობის მიზნით საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი.რუსულ ავიაკომპანიებსა და თვითმფრინავებს უსაფრთხოების კუთხით განსაკუთრებული პრობლემები შეექმნათ უკრაინაში შეჭრის გამო სანქციების დაწესების შემდეგ. დასავლურ ავიაკომპანიებსა და მწარმოებლებს აეკრძალათ ნებისმიერი სახის მომსახურების გაწევა რუსული კომპანიებისთვის, ასევე აიკრძალა მათთვის სათადარიგო ნაწილების მიწოდება. წყარო
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.