ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსული ძალების მიერ კიევის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 51-მდე გაიზარდა

რუსების მიერ კიევის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 51-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
სამედიცინო დახმარების სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის დაშვებულთა რაოდენობა 51-ია, რომელთაგან 6 ბავშვია. დაშავებულთა შორის ყველაზე უფროსი 80 წლის, ხოლო ყველაზე უმცროსი 5 წლის არის.
დესნიანსკის რაიონში ცეცხლი ცხრასართულიანი კორპუსის მე-7 სართულსა და შენობის ეზოში მყოფ 8 მანქანას გაუჩნდა, რის შემდეგაც იქ მცხოვრებთა ევაკუაცია განხორციელდა. საცხოვრებელი კორპუსიდან 17 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის 7 ბავშვია.
ადგილზე წითელი ჯვარი მუშაობს, დაშავებულებს სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ.
დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.