ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსული საავიაციო "რულეტკა" - მთვრალი მფრინავები, პილოტის ყალბი მოწმობები და ჰაერში გადმოკიდებული 70-ტონიანი ჯართი

6 დეკემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქის - ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას „ბოინგ-737-800“-სი ბეწვზე გადაურჩა ავიაკატასტროფას - ეკიპაჟის მოქმედების მიუხედავად, ფრთასხმულობის მექანიზმი არ გადავიდა დაშვების რეჟიმში, რამაც უკიდურესად სახიფათო გახადა 70-ტონიანი სამგზავრო ლაინერის დაჯდომა ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე...

დღე-ღამეში მთელ მსოფლიოში ათი ათასობით სამგზავრო რეისი სრულდება და ასეთი ან კიდევ უარესი საავიაციო შემთხვევების სრული გამორიცხვა შეუძლებელია, ამიტომაც ცნობილი რუსული ავიაკომპანიის - „აეროფლოტის“ ამ „ბოინგის“ სახიფათო დაშვებაც ბაქოს აეროპორტში, თითქოს არ უნდა გამხდარიყო განსაკუთრებული მსჯელობის საგანი, მაგრამ...

...მაგრამ ის, რომ ამ ზამთრის დაწყებიდან სულ რაღაც ათიოდე დღეში, 1-ელიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირირებული საავიაციო კომპანიების სამგზავრო და სატვირთო ლაინერებთან დაკავშირებით არანაკლებ... 42(!) საავიაციო ინციდენტი დაფიქსირდა...

ჩამოვთვლით მათ ნაწილს, ყველაზე სერიოზულს:

1 დეკემბერი - 5 საავიაციო შემთხვევა

ნოვოსიბირსკიდან აფრენილ, რუსული ავიაკომპანია „ირაეროს“ კუთვნილ, ასევე რუსული წარმოების „სუპერჯეტ 100“-ს დაუფიქსირდა ფრთაწინებისა და ფრთაუკანების მექანიზმების მწყობრიდან გამოსვლა, რის შემდეგაც გაითიშა ავტოპილოტიც.

სოჭში დაშვებისას „ურალის ავიახაზების“ „ეირბას-321“-ს გაეთიშა ერთი ჰიდროსისტემა.

კალინინგრადში დაშვებისას ისევ „ურალის ავიახაზების“ ისევ „ეირბას-321“-ის მართვის ორგანოების ხელსაწყოები მწყობრიდან გამოვიდა.

2 დეკემბერი - 3 საავიაციო შემთხვევა

სანქტ-პეტერბურგიდან მოსკოვში მფრენ „აეროფლოტის“ „ეირბას-321“-ს მარცხენა ტურბორეაქტიული ძრავა გაეთიშა.

მოსკოვიდან ერევნისკენ გაფრენილი „აეროფლოტის“ ბოინგ-737“-ი უკან მოაბრუნეს, რადგან... სალონის ერთ-ერთი კარი გაიღო.

3 დეკემბერი - 6 საავიაციო შემთხვევა

ყაზანიდან მოსკოვში დაშვებულ „აეროფლოტის“ „ეირბას-320“-ს დაუფიქსირდა მარჯვენა ძრავის სახიფათო ვიბრაცია.

ირკუტსკის აეროპორტში დაჯდომისას „ირაეროს“ „ან-26ბ“-ს... წინა შასი დაეკეცა.

4 დეკემბერი - 4 საავიაციო შემთხვევა

ამ დღეს რუსული ავიაკომპანიების ოთხი რეისი შეწყდა აფრენამდე, სხვადასხვა ტექნიკური პრობლემის, მათ შორის - ძრავების გაუმართაობის გამო.

5 დეკემბერი - 4 საავიაციო შემთხვევა

ავიაკომპანია „პობედას“ „ბოინგ-737“-ი მოსკოვიდან აფრენისთანავე, მალევე, შერემეტიევოს აეროპორტში დაბრუნდა, თვითმფრინავის ჰიდროსისტემაში გამოვლენილი ტექნიკური პრობლემების გამო.

„პობედას“ კიდევ ერთი „ბოინგი-737“-ი სათადარიგო აეროდრომზე დაეშვა, მეტეოხელსაწყოების მთლიანად მწყობრიდან გამოსვლის გამო.

6 დეკემბერი - 6 საავიაციო შემთხვევა

„აეროფლოტის“ „ეირბას-320“-ს პერმიდან აფრენის წინ საბარგო ნაკვეთურის კარი გაეღო.

ვნუკოვოში დაშვებისას „იუტეირის“ „ბოინგ-737“-ს ერთი ჰიდროსისტემა გაეთიშა.

„გაზპრომავიას“ „იაკ-42“-ს ფრენისას ორი ჰიდროსისტემა გაეთიშა.

მოსკოვიდან პეტროპავლოსკ-კამჩატკისკენ მფრენ „აეროფლოტის“ „ბოინგ-777“-ის ელექტროგაყვანილობას ცეცხლი გაუჩნდა.

ვრცლად 

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.