Newsweek: წელს რუსული თვითმფრინავების გაუმართაობის გამო 180-ზე მეტი ინციდენტი დადასტურდა

გამოცემა Newsweek-ის ინფორმაციით, მიმდინარე წელს რუსეთში ადგილობრივი ავიაკომპანიების თვითმფრინავების გაუმართაობასთან დაკავშირებული 180-ზე მეტი ინციდენტი დადასტურდა, რაც 3-ჯერ აღემატება გასული წლის ჯამურ მაჩვენებელს.
გარდა ამისა, Newsweek-ის მონაცემებით, თუ მთელი ნოემბრის განმავლობაში რუსული თვითმფრინავების გაუმართაობის გამო 12 შემთხვევა გამოვლინდა, 1-ლი დეკემბრიდან 11 დეკემბრამდე – 14.
ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ ეს გამოწვეულია ს საავიაციო ინდუსტრიაზე დაწესებული სანქციების გამო თვითმფრინავებისთვის საჭირო მაღალი ხარისხის ტექნიკური უზრუნველყოფის არარსებობით – კერძოდ, აკრძალულია ტექნიკური ინსპექტირება და სერტიფიცირებული ტექნიკოსების მიერ რუსული თვითმფრინავებისთვის მომსახურების გაწევა.
შესაბამისად, რუსულ კომპანიებს დამოუკიდებლად, ხშირ შემთხვევაში არაკვალიფიციური პერსონალის დახმარებით, უწევთ საკუთარი თვითმფრინავების შეკეთება. ამასთან, სანქციების დაწესების შემდეგ რუსული კომპანიები აქტიურად მიმართავენ ე.წ. საავიაციო კანიბალიზმის პრაქტიკას, რაც გულისხმობს ზოგიერთი თვითმფრინავის დაშლას სხვებისთვის სათადარიგო ნაწილების გამოთავისუფლების მიზნით.
ში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთის საავიაციო ინდუსტრიაზე დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები მოიცავს რუსეთისთვის თვითმფრინავების მიწოდების შეზღუდვას, ასევე რუსული თვითმფრინავებისთვის ფრენის აკრძალვას იმ ქვეყნებში, რომლებმაც სანქციები დააწესეს. პარალელურად, შეზღუდვების თანახმად, რუსული ავიაკომპანიებისთვის გაუქმდა სადაზღვევო სერტიფიკატები და მათ იჯარით აღებული თვითმფრინავების უკან დაბრუნება მოსთხოვეს, რაც რუსეთს ამ დრომდე არ შეუსრულებია.