რუსული ოფიციალური ცნობებით, ინგუშეთში პოლიციასთან შეტაკებების დროს ექვსი ადამიანია მოკლული

ინგუშეთში პოლიციასთან შეტაკებების დროს ექვსი ადამიანია მოკლული. ინფორმაციას რეგიონული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
როგორც რუსული მედია წერს, ქალაქ კარაბულაკში ამ დროისთვის, კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი უკვე გაუქმებულია.
რუსული მედიის ცნობით, ინგუშეთში, ოპერატიული სამძებრო სამუშაოების დროს, უსაფრთხოების უწყებებმა ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში „ბოევიკების ჯგუფი“ აღმოაჩინეს, რომლებიც გახმაურებული ტერაქტების განხორციელებას გეგმავდნენ.
დაკავების მცდელობისას მათ ცეცხლი გაუხსნეს უსფრთხოების ძალებს და პოლიციასთან შეტაკებები მოხდა.
რუსულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა საერთო ჯამში ექვსი პირის განეიტრალების შესახებ განაცხადეს. რუსული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელები ISIS-ის მიმდევრები არიან, ისინი მონაწილეობდნენ რამდენიმე ტერორისტულ დანაშაულში.
ამავე ცნობებით, ოპერაციის დროს არცერთი სამართალდამცავი არ დაღუპულა, მსხვერპლი არ არის მშვიდობიანი მოსახლეობაში. შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია ავტომატური იარაღი, საბრძოლო მასალა, ხელყუმბარები და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა.

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”