ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ს ე.წ პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, ე.წ. პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე ანქვაბსა და ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, აბესალომ კვარჩიას დაავალა, რომ ყველა საჭირო პირობა მოამზადონ, რათა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებმა რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირებმა რუსეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეძლონ.
„აფხაზი ხალხი დიდ პატივს სცემს და თანაგრძნობას გამოხატავს რუსეთის პრეზიდენტის, ს მიმართ“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს არის დაგეგმილი.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის