რუსული მხარის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ანტიტერორისტული წვრთნა ჩაატარეს

აფხაზეთში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ე.წ. ანტიტერორისტული წვრთნა ჩაატარეს. ინფორმაცია “რუსული საინფორმაციო ქსელის” სამხედრო განყოფილებამ 10 იანვარს გაავრცელა.
მათივე ცნობით, აფხაზეთის ე.წ. სამხრეთ სამხედრო ოლქის სამხედრო ბაზაზე სწავლება რუს სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ჩატარდა. როგორც რუსული ქსელი წერს, “უკანონო შეიარაღებული ჯგუფების იმიტირებული თავდასხმის მოსაგერიებლად” რეალურთან მიახლოებული გარემო იყო შექმნილი.
ე.წ. ანტიტერორისტული წვრთნები აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სამხრეთ სამხედრო ოლქის ყველა სამხედრო ნაწილში პერიოდულად ტარდება.
“განგაშის სიგნალის გაგონების შემდეგ, ანტიტერორისტული დანაყოფები გადავიდნენ იმიტირებული მტრის ტერიტორიაზე, საიდანაც ისინი სამხედრო ბაზაზე შეღწევას ცდილობდნენ. […] წვრთნის შედეგად, მონაწილე ქვედანაყოფმა შეიმუშავა თანმიმდევრულად მოქმედების უნარი ტერორისტულ დაჯგუფების ბლოკირებისთვის; გადაწყვეტილების მიღების უნარები საგანგებო სიტუაციებში; დაზვერვის, კავშირგაბმულობისა და თვალთვალისთვის განკუთვნილი აღჭურვილობის გამოყენების ცოდნა. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ბლოკირების პროცესში მოქმედების ტაქტიკას და ასევე, მცირე ჯგუფებად ფარულ გადაადგილებას”, – წერს რუსული გვერდი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ტუღუში – საქართველო პრორუსულად განწყობილი არასდროს ყოფილა, ასეთი რამ არ მახსოვს, ეს ნონსენსია, მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა არის ის ჯოჯოხეთი, სადაც „ოცნება“ მიგვაქანებს – დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში ისე ვერ იგებენ, როგორც უნდოდათ