პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსული მხარის ინფორმაციით, კრასნოდარში, ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმა მოხდა

,,კრასნოდარის მხარეში, სლავიანსკ-კუბანში ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ექვსი დრონი დაეცა'',- ამის შესახებ სლავიანსკის რაიონის ხელმძღვანელმა, რომან სინიაგოვსკიმ განაცხადა.
,,18-19 მაისის ღამეს, უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით თავდასხმის დროს, სლავიანსკ-კუბანში, ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ექვსი დრონი დაეცა”, - წერს ის სინიაგოვსკი „ტელეგრამ“ არხზე.
სინიაგოვსკის განმარტებით, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით კრასნოდარის ტერიტორიის თავზე უკრაინის შეიარაღებული ძალების 57 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
ipn.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მაისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.