ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინამ ბელგოროდის ოლქსა და ყირიმს დრონებით შეუტია

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ოლქსა და ყირიმში 6 უკრაინული დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ღამით აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმები უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების წინააღმდეგ. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე 5 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, ყირიმის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე კი - ერთი“, - აცხადებენ უწყებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.