ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთი: უკრაინამ ბელგოროდზე დრონებით სამჯერ მიიტანა იერიში

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, 3 მაისის დილას უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდზე სამჯერ მიიტანა იერიში.
როგორც გუბერნატორი ამბობს პირველი შეტევის შედეგად დაზიანდა სამგზავრო ავტობუსი. გადაადგილების მომენტში ავტობუსში სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთი მათგანი დაშავდა.
მეორე შეტევის შედეგად, გლადკოვის ინფორმაციით, დრონი მოხვდა კომერციულ ობიექტთან მდგომ რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს. ერთმა კაცმა მიიღო ჭრილობები.
გლადკოვმა მოგვიანებით სოციალურ ქსელში კიდევ ერთი პოსტი გაავრცელა და აღნიშნა, რომ უკრაინული დრონი ბენზინის გასამართ სადგურს დაეჯახა, არავინ დაშავებულა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.