ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინამ ბელგოროდზე დრონებით იერიში მიიტანა, დაიღუპა სამი ადამიანი და დაშავდა 25

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინამ ბელგოროდზე დრონებით იერიში მიიტანა, დაიღუპა სამი ადამიანი და დაშავდა 25

ბელგოროდზე უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონების მიერ ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა­, - ინფორმაციას რუსული მედია გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელზე, ალექსანდრე შუვაევზე დაყრდნობით ავრცელებს.

გარდა ამისა, მისი განცხადებით, დაშავდა 25 ადამიანი.

გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი ორ საცხოვრებელ კორპუსშიც გაჩნდა, რომლებიც სწრაფად ჩააქრეს.

ბელგოროდის ოლქის ოპერატიული შტაბის ცნობით, დაახლოებით ოცდაათი შენობა, სამი სოციალური და ექვსი კომერციული ობიექტი და ოცდაათზე მეტი ავტომობილი დაზიანდა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.