ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსული მედია - რუსეთში იარაღის კომპონენტების მწარმოებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა

რუსეთში იარაღის კომპონენტების მწარმოებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა “ტასი” და "რადიო თავისუფლების" რუსული სამსახური ავრცელებენ.
აღნიშნულია, რომ აფეთქება უდმურტეთის რესპუბლიკის ქალაქ ვოტკინსკის მახლობლად მოხდა.
ადგილობრივი სოციალური მედიის არხებში გავრცელდა ვიდეოები, სადაც აფეთქების შემდეგ გაჩენილი ხანძარი ჩანს.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქება ვოტკინსკის მანქანათმშენებლობის ქარხანაში მოხდა და გამოწვეული იყო ტექნიკური სამუშაოებით.
უდმურტეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახურს ამ მომენტისთვის არანაირი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
დაზარალებულთა შესახებ ოფიციალური ინფორმაციას ამ მომენტისთვის არ არსებობს.
სახელმწიფო გამოცემა “ტასის” ინფორმაციით, აფეთქება სარაკეტო ძრავების გეგმური ტესტების დროს მოხდა. ვოტკინსკის მანქანათმშენებლობის ქარხანა სამოქალაქო საქონლის გარდა საარტილერიო ჭურვებსაც აწარმოებს, მათ შორის სტრატეგიული დანიშნულებს ბალისტიკურ რაკეტებს “ტოპოლ-მ” და “ისკანდერ” კომპლექსებისთვის.
2023 წლის დასასრულს ქარხანამ ბირთვული შეიარაღების კომპონენტების წარმოების თაობაზე 19 სახელმწიფო კონტრაქტი გამოაქვეყნა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.