ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია - ინდოეთში ფოიერვერკების ქარხანაში აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 75 დაშავდა

ინდოეთში ფოიერვერკების ქარხანაში აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 75 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქება ინდოეთის მადჰია-პრადეშის შტატის ჰარდას რაიონში მდებარე ფოიერვერკების ქარხანაში მოხდა.
„ჩვენ შეგვიძლია 7 ადამიანის გარდაცვალება დავადასტუროთ. აქ 65 დაშავებული შევიყვანეთ და კიდევ 10 უფრო დიდ საავადმყოფოში გადავიყვანეთ“, - განაცხადა ჰარდას რაიონული საავადმყოფოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
აფეთქების ადგილზე სასწრაფო და სახანძრო მანქანები იყვნენ მობილიზებული, რომლებიც ხანძრის ჩაქრობასა და შენობაში ჩარჩენილი ადამიანების გამოყვანას ცდილობდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.