ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსული მედია - რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 55 უკრაინული დრონი გაანადგურეს

რუსული მედია - რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 55 უკრაინული დრონი გაანადგურეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 55 უკრაინული დრონი გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 55 უკრაინული დრონი გაანადგურეს“, - აცხადებს რუსეთის თავდაცვის უწყება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიანსკის ოლქში 22 დრონი ჩამოაგდეს, 12 როსტოვის ოლქში, 10 სმოლენსკის ოლქში, 6 ვორონეჟის ოლქის თავზე, 4 სარატოვის ოლქის და ერთი კურსკის ოლქის ტერიტორიაზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.