არქივი27 იანვარი, 2025, 10:52
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - ქვეყნის 5 რეგიონში 32 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა წუხელ 32 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
უწყების ცნობით, დრონები რუსეთის 5 რეგიონში ჩამოაგდეს.
„გასული ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს 32 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი: 15 ვორონეჟის რეგიონის ტერიტორიაზე, 11- ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიაზე, 4 - კურსკის ოლქში, თითო-თითო ორიოლისა და ტვერის რეგიონების ტერიტორიებზე“, - აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.