არქივი7 აგვისტო, 2024, 10:06
რუსული მედია - მექსიკამ ვლადიმერ პუტინი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მიიწვია
მექსიკამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მიიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთისა და მექსიკის საელჩოებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„იზვესტიას“ ცნობით, კლაუდია შეინბაუმის ინაუგურაციაზე დასასწრებად მექსიკამ ვლადიმერ პუტინს მიწვევა უკვე გაუგზავნა.
ცნობისთვის, მექსიკის პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 1-ელ ოქტომბერს გაიმართება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.