არქივი25 დეკემბერი, 2024, 16:37
რუსული მედია - ვლადიკავკაზში, სავაჭრო ცენტრში აფეთქება დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნამ გამოიწვია

ვლადიკავკაზში, სავაჭრო ცენტრში აფეთქება დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნამ გამოიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელზე, სერგეი მენიაილოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვლადიკავკაზში, სავაჭრო ცენტრში აფეთქება და ხანძარი ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევებმა გამოიწვია“, - წერს მენიაილო „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.
მანამდე მენიაილო აცხადებდა, რომ ვლადიკავკაზში მდებარე სავაჭრო ცენტრ „ალანია მოლის“ ზედა სართულზე მომხდარი აფეთქება, რომელსაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დრონს არ გამოუწვევია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.