არქივი8 დეკემბერი, 2024, 22:22
რუსული მედია - ბაშარ ალ-ასადი და მისი ოჯახის წევრები მოსკოვში ჩავიდნენ

სირიის გადამდგარი პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი და მისი ოჯახის წევრები მოსკოვში ჩავიდნენ, - ინფორმაციას რუსული მედია ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ცნობით, რუსეთმა მათ თავშესაფარი ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე მისცა.
„სირიის პრეზიდენტი ასადი და მისი ოჯახის წევრები მოსკოვში ჩავიდნენ. რუსეთმა, ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, მათ თავშესაფარი მისცა“, - განაცხადა წყარომ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.