მიხაილ ულიანოვი – ბაშარ ალ-ასადი მოსკოვშია – რუსეთი მეგობრებს რთულ სიტუაციებში არ ღალატობს

რუსეთმა ბაშარ ალ-ასადი რთულ ვითარებაში არ მიატოვა,- რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, მიხაილ ულიანოვმა განაცხადა.
“ბაშარ ალ-ასადი და მისი ოჯახი მოსკოვში არიან, რუსეთი არ ღალატობს მეგობრებს რთულ სიტუაციებში”, – აღნიშნა ულიანოვმა და დასძინა, რომ ამაშია განსხვავება რუსეთის ფედერაციასა და აშშ-ს შორის.
შეგახსენებთ, სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაემხო. რუსული მედიის ინფორმაციით, ბაშარ ალ-ასადი და მისი ოჯახის წევრები მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც, ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, თავშესაფარი მიიღეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს