არქივი10 ივლისი, 2024, 21:23
“[რუსული] კანონი ქვეყანას ევროპული ღირებულებებისგან აშორებს” – ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი აჯა ლაბიბი ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ X-ზე წერს.
“ქართველები თავიანთ მომავალს ევროკავშირში ხედავენ, თუმცა, ცოტა ხნის წინ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება ქვეყანას ევროპული ღირებულებებისგან აშორებს. ილია დარჩიაშვილს მოვუწოდე, გადახედოს ამ ზომას და რეფორმებისადმი თავისი ერთგულება შეინარჩუნონ”, – დაწერა მან.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.