ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბელგიელი მინისტრი - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება ქვეყანას ევროპული ღირებულებებისგან აშორებს - ილია დარჩიაშვილს მოვუწოდე, გადახედოს ამ ზომას და რეფორმებისადმი ერთგულება შეინარჩუნონ

ქართველები საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავენ, თუმცა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის ცოტა ხნის წინ მიღება ქვეყანას ევროპული ღირებულებებისგან აშორებს , - ამის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი აჯა ლაბიბი ქართველ კოლეგა, ილია დარჩიაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“ქართველები საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავენ, თუმცა, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის ცოტა ხნის წინ მიღება ქვეყანას ევროპული ღირებულებებისგან აშორებს.
ილია დარჩიაშვილს მოვუწოდე, გადახედოს ამ ზომას და რეფორმებისადმი თავისი ერთგულება შეინარჩუნონ”, - წერს ლაბიბი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.