ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი შანიძეს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი შანიძეს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა

რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციებზე, სათვალთვალო კამერის დაზიანებისთვის დაკავებული გიორგი შანიძეს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ მიიღო. ინფორმაციას “პუბლიკა” ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა. მათი ნაწილი სცემეს. უმეტესობის მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული წესით დაიწყო. შანიძე ერთ-ერთია იმ 9 პირს შორის, რომლებიც სისხლის სამართლის სამართლის წესით დააკავეს. მას პროკურატურა ორი მუხლით ედავება – სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. პროკურატურის მტკიცებით, აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შაინიძს მიერ, სამეთვალყურეო კამერის დაზიანებაში.
დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 100-დან 140 საათამდე, გამასწორებელი სამუშაოს 1 წლამდე, შინაპატიმრობას 6 თვიდან 2 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას 1-დან 5 წლამდე.
ასევე 265-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ნარკოტიკული საშუალება კანაფის მოყვანას გულისხმობს. დანაშაული, დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.