ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილე გიორგი შანიძეს პატიმრობა მიუსაჯეს

„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილე გიორგი შანიძეს პატიმრობა მიუსაჯეს

„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილე გიორგი შანიძეს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენი მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ დღეს, 16 სექტემბერს, გამოაცხადა.
პოლიციამ გიორგი შანიძე „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე სათვალთვალო კამერის დაზიანების ბრალდებით დააკავა (სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით), მოგვიანებით კი მას ბრალი წაუყენეს კანაფის მოყვანისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილით).
· სამეთვალყურეო კამერის დაზიანებისთვის ჯარიმა, გამოსასწორებელი შრომა ან ერთიდან ხუთ წლამდე პატიმრობა იყო გათვალისწინებული;
· ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის მოყვანისთვის კი - ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა.
„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა, მათ შორის რამდენიმე სისხლის სამართლის კოდექსით.
დაუდგენელმა პირებმა სცემეს ამ კანონის მოწინააღმდეგეებს საკუთარ სახლებთანაც. ამ დრომდე ამ ძალადობის შემთხვევებში მონაწილე არცერთი ადამიანის დაკავების შესახებ არაა მედიისთვის ცნობილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.