ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები კანცელარიასთან მივიდნენ

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ნაწილი კანცელარიისკენ დაიძრა. მათ შორის არიან ოპოზიციონერი დეპუტატები და პოლიტიკოსებიც.
აქციის მონაწილეები კანცელარიასთან მას შემდეგ დაიძრნენ, რაც მომიტინგეების მიერ “ოცნებისთვის” მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა.
“დღესვე გაიტანონ ეს კანონპროექტი უკან”, – დემონსტრანტებმა ხელისუფლებას ამ შინაარსის განცხადებისთვის ერთი საათი მისცეს. ამ დროის გასვლის შემდეგ კი კანცელარიასთან მივიდნენ.
· 30 საათისთვის დაძაბულობაა კანცელარიასთან. ტვ “პირველის” ცნობით, დაპირისპირებების დროს დაშავდა არხის ოპერატორი.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.