ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტთან, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას სტუდენტური მოძრაობა მართავს

რუსული კანონის წინააღმდეგ აქციები პარლამენტთან მე-4 დღეა უწყვეტად მიმდინარეობს. დღევანდელი აქციის ორგანიზატორი სტუდენტური მოძრაობა “დაფიონია”.
“არ არის დრო მეორე და მესამე მოსმენის დალოდების, კანონი უნდა ჩავარდეს ახლავე”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
პარლამენტთან სიტყვით გამოსვლების შემდეგ აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციის შენობამდე მარშით მივიდნენ და პროტესტს იქ აგრძელებენ.
აქციაზე მოქალაქეებმა აქციაზე პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს კანონის მიღებაზე უარის სათქმელად 1 საათიანი ვადა მისცეს. ვადის ამოწურვის შემდეგ მათ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება იყო. ამ დაპირისპირების დროს სცემეს დეპუტატ ალეკო ელისაშვილს. დეპუტატი მისი ცემის ბრძანების გაცემაში საპატრულო პოლიციის უფროსს, ვაჟა სირაძეს ადანაშაულებს.
ამავე თემაზე:
· გამორჩეული ვიდეოები TikTok-ზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებიდან

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.