არქივი29 აპრილი, 2024, 07:36
რუსული კანონის მეორე საკომიტეტო განხილვიდან სალომე სამადაშვილიც გააგდეს
რუსული კანონის მეორე საკომიტეტო განხილვიდან „ლელოს“ დეპუტატი სალომე სამადაშვილიც გააძევეს.
მანამდე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან ანრი ოხანაშვილმა დეპუტატები თამარ კორძაია, ლევან ბეჟაშვილი და გიორგი ვაშაძე გააძევა.
რუსული კანონის მეორე საკომიტეტო განხილვა, რომელიც 09:00 საათზე დაიწყო ხმაურიან რეჟიმში მიმდინარეობს. კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დეპუტატებს სიტყვას აწყვეტინებს და მიკროფონს უთიშავს თუ მისი შეფასებით, გამოსვლის მიზანი კონკრეტულ მუხლთან დაკავშირებით კითხვის დასმა არაა.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.