რუსული კანონის განხილვიდან მე-7 დეპუტატი, ანა წითლიძეც გააგდეს
რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენიდან ანა წითლიძეც გააძევეს.
ანა წითლიძე მეშვიდე დეპუტატია, რომელიც დარბაზიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გააძევა:
„არანაირი განხილვა არ აინტერესებს რუსულ ოცნებას. არანაირი მიზანი არა აქვთ აქ მუხლობრივი კითხვები დაისვას. გამომაგდეს რის გამო არ ვიცი, უბრალოდ ვუპასუხე მამუკა მდინარაძეს კონკრეტულ კითხვაზე. ყველა ის ადამიანი ვინც ცდილობს შინაარსობრივი კითხვა დასვას გამოაძევეს გარეთ,“ — ამბობს ანა წითლიძე.
ამის მიზეზად ოხანაშვილმა „რეგლამენტის დარღვევა“ დაასახელა, რაც მისი თქმით, მიკროფონის გარეშე საუბარში გამოიხატებოდა.
მანამდე, სხდომათა დარბაზიდან გააძევეს დეპუტატები ქეთი თურაზაშვილი, თაკო ჩარკვიანი, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.