ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსული დრონების პოლონეთში შეჭრას ნატომ ძლიერი პასუხი უნდა გასცეს – ზელენსკი

რუსული დრონების პოლონეთში შეჭრას ნატომ ძლიერი პასუხი უნდა გასცეს – ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნატოს წევრმა ქვეყნებმა უნდა უპასუხონ რუსული დრონების პოლონეთში შეჭრის ფაქტს.
„მე არ ვამბობ, რომ ნატო ჩავარდა. სადაც ნატოა, იქ ომი არ არის. მაგრამ ასეთი სიგნალები პასუხს მოითხოვს,“ – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ნატომ იარაღი უნდა გამოიყენოს, არამედ საჭიროა ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული ნაბიჯები.
ზელენსკის თქმით, ერთ-ერთი პასუხი შეიძლება იყოს ის, რომ უკრაინას მიაწოდონ იარაღი, რომელიც შეძლებს არა მხოლოდ დრონების ჩამოგდებას, არამედ იმ ქარხნების განადგურებას, სადაც ეს დრონები იწარმოება.
პრეზიდენტმა სანქციების გამკაცრებაზეც გაამახვილა ყურადღება:
„თუ რუსეთი რაკეტებისთვის საჭირო დეტალებს უცხოური კომპანიებისგან იღებს, ეს ზრდის მათ შესაძლებლობებს. გამოსავალია სანქციები ყველა კომპანიის მიმართ, ვინც ამ ნაწილებს აწვდის,“ – თქვა მან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.