ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული დრონების პოლონეთში შეჭრაზე – ეს ესკალაციის ახალი ეტაპი იყო – ევროპისთვის უკიდურესად სახიფათო პრეცედენტს წარმოადგენს

ეს ესკალაციის ახალი ეტაპი იყო, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დრონებით დარღვევას.
„რუსეთი ყოველთვის ცდილობს შესაძლებლობების საზღვარს გასცდეს და თუ ძლიერ წინააღმდეგობას არ აწყდება, მაშინ ესკალაციის ახალ დონეს აღწევს. დღეს ესკალაციის ახალი ეტაპი იყო. რუსულ-ირანული „შაჰედები“ პოლონეთის, ნატო-ს საჰაერო სივრცეში მოქმედებდნენ. მხოლოდ ერთი „შაჰედი“ არ ყოფილა, რომ შეიძლება ამას ინციდენტი ეწოდოს, არამედ პოლონეთისკენ, სულ მცირე, 8 დრონი გაუშვეს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, „ეს ევროპისთვის უკიდურესად სახიფათო პრეცედენტს წარმოადგენს“.
„იქნება თუ არა შემდგომი ნაბიჯები, მთლიანად საპასუხო რეაქციის კოორდინაციასა და სიძლიერეზეა დამოკიდებული. რუსეთმა შედეგები უნდა იგრძნოს. რუსეთმა უნდა იგრძნოს, რომ ომის გაფართოება შეუძლებელია და იგი აუცილებლად უნდა დასრულდეს. ძლიერი პასუხია საჭირო და ეს მხოლოდ პარტნიორების, უკრაინის, პოლონეთის, აშშ-ისა და ევროპელების ერთობლივი მოქმედებით არის შესაძლებელი“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება