რუსული დრონებით შეტევა იყო კიევსა და ნიკოლაევზე, არიან დაჭრილები

რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინზე მორიგი იერიში მიიტანეს. კიევსა და ნიკოლაევში არიან დაჭრილები. დანგრეული და დაზიანებულია სახლები.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქ ნიკოლაევზე შეტევა 10 აპრილს, ღამის სამი საათისთვის დაიწყო. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენისა და აფეთქების ტალღის შედეგად დაზიანებულია 9 მრავალბინიანი სახლი და ადმინისტრაციული შენობა. დაიჭრა 10 ადამიანი.
უკრაინის დედაქალაქ კიევში სულ მცირე ორი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ დღეს დილით იუწყება საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცია. მისი ინფორმაციით, კიევის დარნიცკის რაიონში დანგრეულია კერძო სახლი, გოლოსეევსკის რაიონში ხანძარი გაჩნდა საწყობების ტერიტორიაზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა