ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქზე მიიტანეს იერიში | არიან დაღუპულები და დაშავებულები

გასული 24 საათის განმავლობაში რუსების მიერ ხერსონზე შეტევის შედეგად 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვია.
ოლქის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის თქმით, რუს სამხედროებს მიზანში ამოღებული ჰქონდათ საცხოვრებელი სახლები, ადმინისტრაციული შენობები, მაღაზიები, ბენზინგასამართი სადგურები და სამედიცინო დაწესებულება.
"ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერმა განახორციელა 58 შეტევა, გასროლა 347 ჭურვი ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან, გრადებიდან, ტანკებიდან, უპილოტო საფრენი აპარატებიდან და თვითმფრინავებიდან. მტერმა ქალაქ ხერსონში 43 ჭურვი ისროლა. რუსული აგრესიის გამო 6 ადამიანი დაიღუპა, 10 დაშავდა, მათ შორის 1 ბავშვი", - ამბობს ის.
მოგვიანებით პროკუდინმა თქვა, რომ რომ 17 ნოემბრის ღამეს ოკუპანტები თავს დაესხნენ საცხოვრებელ უბნებს ხერსონის რაიონში, შედეგები ჯერ კიდევ დგინდება, თუმცა ცნობილია, რომ დაღუპულია ერთი ქალი.
"ასევე, საავადმყოფოში გარდაიცვალა წინა დღით დაშავებული ორი ქალი", - ამბობს პროკუდინი.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.