ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში საცხოვრებელი მასივი დაბომბეს, 16 ადამიანი დაშავდა

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში საცხოვრებელი მასივი დაბომბეს, 16 ადამიანი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი, ხარკოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი და ადგილობრივი პოლიცია ავრცელებენ.
„დარტყმა ხარკოვის საცხოვრებელ მიკრორაიონზე, მრავალბინიან სახლებზე. არიან დაღუპულები და დაჭრილები. ეს უკრაინელების წინააღმდეგ სისხლიანი ტერორის მორიგი აქტია”, - წერს ტერეხოვი.
მოგვიანებით, ხარკოვის მერმა აღნიშნა, რომ დარტყმის შედეგად 16 ადამიანია დაშავებული, მათ შორის 4 ბავშვი. ერთი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი პოლიციია ინფორმაციით, ხარკოვს 2022 წლიდან პირველად დაარტყეს ავიაბომბებით.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.