რუსმა ოკუპანტებმა რაკეტები იმ ბავშვთა საავადმყოფოს ესროლეს, სადაც ონკოპაციენტები მკურნალობენ

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ბავშვთა საავადმყოფოსთან იმყოფება, რომელიც რუსეთის სამიზნე რამდენიმე საათის წინ გახდა.
„რუსეთის მიერ კიევზე მასირებული შეტევის შედეგად მტრის რაკეტა ბავშვთა საავადმყოფოს შენობას მოხვდა. პაციენტები ქალაქის მუნიციპალურ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
დაინგრა მათ შორის, დიალიზის გადასხმის განყოფილება, სადაც ბავშვები პროცედურაზე იყვნენ. დაზიანებები მიიღეს ექიმებმაც და პაციენტებმაც. ნანგრევების გაწმენდა ინტენსიურად მიმდინარეობს. ბავშვთა საავადმყოფოს შენობის სარდაფში შესაძლოა ამ დრომდე იმყოფებოდნენ პაციენტები.
არიან დაშავებულები და გარდაცვლილები. ინფორმაცია ამ დრომდე ზუსტდება.
ასევე რაკეტა მოხვდა შევჩენკოს რაიონში საცხოვრებელ კორპუსს. საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად დაინგრა. რამდენიმე ძლიერაა დაზიანებული. ახლა მაშველები ნანგრევებიდან ადამიანების გამოყვანას ცდილობენ. მათი ხმები ისმის. სხვა მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. მოპირდაპირედ მდებარე საცხოვრებელი კორპუსიც დაზიანდა”, – აცხადებს კლიჩკო.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!