ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ მოკლეს უიარაღო ჯარისკაცები" | უკრაინის შეიარაღებული ძალები

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურა, რომ რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის მახლობლად, სტეფნოიესთან, დატყვევებული უიარაღო უკრაინელი ჯარისკაცები დახვრიტეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციების ოფისის ცნობით, რუსეთმა ომის კანონები და საერთაშორისო სამართალი კიდევ ერთხელ დაარღვია.
"მედიაში გამოქვეყნებული კადრები ასახავს უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების, ორი ტყვის სიკვდილით დასჯას. დადასტურებული ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ მოკლეს უიარაღო ჯარისკაცები", - ნათქვამია განცხადებაში.
სტრატკომის თქმით, მსგავს დანაშაულებს არ აქვს ხანდაზმულობის ვადა, ყველა მტკიცებულება გადაეცემა სამხედრო დანაშაულების გამომძიებელ ინსტიტუტებს.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.