რუსლან აბაშიძემ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს სააღდგომო ნობათები გადასცა

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახები მოინახულა.
ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარემ ზუგდიდში, სენაკსა და ფოცხოეწერში განსახლებულ დევნილებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო ნობათი გადასცა.
„დღესვე, რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
ღონისძიებებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია ყოველწლიურად იმართება და სასურსათო პროდუქტი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს გადაეცემა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ