გორის მერმა ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათები გადასცა
გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა გიგა გელაშვილმა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათები გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გორის მუნიციპალიტეტისგან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სასურსათო პაკეტები გადაეცემათ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს, ომის ვეტერან შშმ პირებს, უსინათლოებსა და სოციალური საცხოვრისების ბენეფიციარებს.
ნობათების ნაწილი გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან თანამშრომლობით მომზადდა. სააღდგომო საჩუქარს 400 - ზე მეტი ბენეფიციარი მიღეებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.