ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსი გენერალ-ლეიტენანტი მოსკოვთან მანქანაში ააფეთქეს

რუსი გენერალ-ლეიტენანტი მოსკოვთან მანქანაში ააფეთქეს

მოსკოვის ოლქის ქალაქ ბალაშიხაში მანქანა აფეთქდა.
აფეთქების ამსახველი ვიდე-კადრები სოციალურ ქსელებში და მედიაში ვრცელდება.
წინასწარი ინფორმაციით, რომელიც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმაც დაადასტურა, აფეთქებას რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული განყოფილების უფროსის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი იაროსლავ მოსკალიკი ემსვერპლა.
გამოძიება მკვლელობისა და ასაფეთქებელი ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობის მუხლებით დაიწყო. საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, აფეთქება თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით მოხდა.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.