რუსთემ უმეროვი: უკრაინისა და აშშ-ის მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო

აშშ-ში დაიწყო უკრაინული დელეგაციის შეხვედრა ამერიკელ წარმომადგენლებთან, რომელიც რუსეთთან სამშვიდობო საკითხებზე არსებულ სადავო თემებს ეხება. შესაბამისი განცხადება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსთემ უმეროვმა, საკუთარ Telegram-არხზე გაავრცელა.
„ვიმყოფები მუდმივ კავშირზე უკრაინის პრეზიდენტთან. არსებობს მკაფიო დირექტივები და პრიორიტეტები - უკრაინული ინტერესების დაცვა, საგნობრივი დიალოგი და წინსვლა ჟენევაში მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე,“ - დაწერა მან.
უმეროვმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინული დელეგაცია მუშაობს „ნამდვილი მშვიდობის“ და „გარანტირებული უსაფრთხოების“ მისაღწევად. ოფიციალური პირის თქმით, დელეგაცია დღევანდელი მოლაპარაკებების შედეგებს პრეზიდენტს წარუდგენს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.