პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანდრეი სიბიგა - უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის სამშვიდობო წინადადების შესახებ მოლაპარაკებები მალე გაიმართება

ანდრეი სიბიგა - უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის სამშვიდობო წინადადების შესახებ მოლაპარაკებები მალე გაიმართება

უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის სამშვიდობო წინადადების შესახებ მოლაპარაკებები მალე გაიმართება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.
ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინას კონკრეტული შედეგების მოლოდინი აქვს.
„ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და უკრაინამ მშვიდობის მიღწევის მიზნით ეს არაერთხელ დაადასტურა“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ასევე, მისი თქმით, კიევი აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრით არის დაინტერესებული.
„არსებობს საკითხები, რომელთა განხილვაც მხოლოდ ლიდერების დონეზეა შესაძლებელი“, - განაცხადა სიბიგამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.